წარმოუდგენელია ამხელა სიძულვილი - აკაკი მინაშვილი თეა წულუკიანის კომენტარზე

გამოქვეყნდა:

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი აკაკი მინაშვილი "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ წარმოუდგენელია ის სიძულვილი, რომელსაც თეა წულუკიანი გამოხატავს, როცა ნიკა გვარამიას ოჯახის წევრების მიმართ უკანონო თვალთვალს ახალისებს. 

წარმოუდგენელია, რამხელა სიძულვილია ქალბატონ წულუკიანში, რომელიც არ ერიდება მცირეწლოვან ბავშვებზე თვალთვალის და კონტროლის მექანიზმის გამართლებას, ამის აღიარებას და წახალისებას, თუმცა, ეს მესმის, რადგან ნიკა გვარამია ის მებრძოლია, რომელიც ამ ეტაპზე აკავებს ხელისუფლებას და ვინც იქნება ერთერთი მთავარი ფაქტორი ამ ხელისუფლების ცვლილებისა. 

მეორე მხრივ, თუ კარგად შევხედავთ ამ ადამიანებს: წულუკიანს, კობახიძეს, მდინარაძეს, ამ ადამიანებს არ ეტყობათ, რომ გამარჯვებული პარტიის წარმომადგენლები არიან, მათ გამონათქვამებში, ტერმინებში, მიმიკებში ჩანს, თავად იციან ყველაზე უკეთ, რომ ეს პარტია, სინამდვილეში, დამარცხებულია, - თქვა აკაკი მინაშვილმა "დღის სტუმარში". 

შეგახსენებთ, იუსტიციის ყოფილი მინისტრი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ოჯახის დევნაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. 

ოცნების პროკურატურის მხრიდან შანტაჟსა და დევნასთან დაკავშირებით კრიტიკული მედიის დამფუძნებლის განცხადებებს მან "გაბომჟებული საცოდაობა" უწოდა

ნიკა გვარამიამ, რომელიც წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა მისი ოჯახის წევრებზე ჯერ არავის გამოუთქვამს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი