
როგორ აფასებენ სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული მოსახლეობისთვის, წლობით ნაშენები საცხოვრებლების რამდენიმე წუთში, მიწასთან გასწორებას "ქართული ოცნების" ახალწვეულები?
"მთავარი არხი" რამდენიმე ახალ დეპუტატს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ ნაწილმა საერთოდ არ იცოდა რა ხდებოდა დღეს აფრიკის დასახლებაში, ნაწილი კი ამტკიცებს იმას, რასაც თბილისის მერი - მიწა მიტაცებულია, ხოლო მშენებლობები უკანონო.
დეპუტატები ამბობენ, რომ საქმე გვაქვს უკანონო მშენებლობებთან და იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს ბულდოზერები შევიდნენ, ხალხი არ ცხოვრობს:
ელისო ბოლქვაძე: ახლა არ შემიძლია. ყველა ჩემი დაპატიჟება, გთხოვთ შეათანხმოთ ოცნების პიართან. ვერ გიპასუხებთ ტელეფონით გამორიცხულია.
მიხეილ სარჯველაძე: ძალან სამწუხარო რეალობაა, ვინაიდან სამწუხაროდ ადგილი აქვს ადამიანების მხრიდან ხშირ შემთხვევაში უკანონო ქმედებას...ცემაზე და იმაზე არ არის ლაპარაკი აქ ლაპარაკია იმაზე, რომ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.
დავით კაჭარავა: სხვა დროს რომ დამირეკოთ?...არ მინახავს რა ხდება...თქვენი მოყოლილი ამბავით, მაინც ვერ გავაკეთე კომენტარს, ინფორმაციას დავაზუსტებ გადავხედავ და მაგის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. ჯერ საქმეზე ვარ...
ირმა ზავრადაშვილი: სანამ სახლს ააშენებენ, სახლის მშენებლობას ხომ პატარა თანხა და დრო არ უნდა? გაფრთხილებული იყვნენ, რომ ეს არის სახელმწიფო მიწა და არაფრით არ შეიძლებოდა მშენებლობა. იქ ადამინების უმრავლესობა არ ცხოვრობდა და არის მშენებარე. ქუჩაში ამ ხელისუფლებას არავინ არ დაუტოვებია ...ვისაც წასასვლელი არ აქვს ქალაქში ჩვენ 6 წელია ვთავაზობთ, რომ არის პირობები იმისთვის რომ ის ქუჩაში არ დარჩეს
შეგახსენებთ, მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში დღეს, 15 დეკემბერს სპეცტექნიკა შეიყვანა და სახლები დაანგრია, უსახლკაროდ დარჩნენ იქ მცხოვრები ადამიანები.