ეს იყო კარგად დაორგანიზებული შემოტევა, რომ მამა-შვილს დავუნგრიეთ სახლი - კალაძე

გამოქვეყნდა:

კახა კალაზე აფრიკის დასახლებაში დემონტაჟისას გადაღებულ მამა-შვილის ფოტოს ეხმაურება და აზრს, რომ თითქოს მათ მერიამ ბინა დაუნგრია, კარგად დაორგანიზებულ შეტევად აფასებს. 

"ეს იყო მიზანმიმართული, კარგად დაორგანიზებული შემოტევა, რომ ჩვენ ამ მამა-შვილს დავუნგრიეთ საცხოვრებელი სახლი, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე", - ამბობს კალაძე

აქვე გეტყვით, რომ კალაძემ მამა-შვილს დემონტაჟის დღის ბოლოს ბინა აჩუქაFacebook-ზე კი მათთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა.

თბილისის მერმა დღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დემონტაჟი კანონიერი იყო.  

შეგახსენებთ, რომ გუშინ მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალირომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

სახლების დანგრევიდან რამდენიმე საათში მერმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ არცერთი შენობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო, შესაბამისად, არასწორია ბრალდება მერიის მიმართ, რომ უწყებამ ადამიანები ღია ცის ქვეშ, უსახლკაროდ დატოვა. 

სახლების ნგრევისას დაკავებული 12 მოქალაქიდან ამ დროისთვის 11 თავისუფალია, ერთი კი პატიმრობაში რჩება.  სასამართლო პროცესები დღეს, 16 დეკემბერს გაიმართება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი