24 ძარცვის ორგანიზებისთვის საბერძნეთში ქუთაისელი და კასპელი ემიგრანტები დააკავეს

გამოქვეყნდა:

ბერძნულ მედიაში ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

ქართველების ჯგუფი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, მრავალჯერად ძარცვაშია ეჭვმიტანილი. მათ მინიმუმ 24 ძარცვა მოაწყვეს.

ბერძენმა სამართალდამცებმა ქართველების ჯგუფი 4 დეკემბერს დააკავეს და მათგან ძვირფასეულობა, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ამოიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამრღვევები ქუთაისისა და კასპის მკვიდრები არიან.

წელს საბერძნეთში ეს ქართველების მასშტაბური დაკავების მეორე შემთხვევაა: მანამდე ათენში, ქართველ მძარცველთა 9 კაციანი დაჯგუფება დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი