მოსალოდნელი ამნისტია 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეეხება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ამნისტიას აანონსებს. კანონპროექტის "ამნისტიის შესახებ" ინიცირება პარლამენტში დღეს მოხდება. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, კანონპროექტით გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან იმ პირთა გათავისუფლება, ვინც ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.

ამნისტია შეეხება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომელთა შორის არ იქნება მკვლელობა, ოჯახში ძალადობა და სხვა მძიმე დანაშაული.

სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა (და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დღეისათვის ასეთი 3 პირი იხდის სასჯელს საქართველოს საპატიმროებში), სასჯელის სახე გარდაექმნათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით და ამის შემდგომ მათ ექნებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გაუმჯობესებული, შედარებით შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა, - განაცხადა სარჯველაძემ კანონპროექტზე საუბრისას.

მისივე თქმით, გათვალისწინებულია აგრეთვე ხანდაზმული, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე შეფარდებული სისხლის სამართლის ჯარიმისგან პირთა განთავისუფლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი