პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე არაა საუბარი - სარჯველაძემ წულუკიანის გამართლება სცადა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატმა და ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა გუშინ, 16 დეკემბერს, "რუსთავი 2"-ის ეთერში, ტელევიზიის წამყვანებს უთხრა, რომ მათ ტელევიზია "ქართულმა ოცნებამ" დაუბრუნდა და ამაში იუსტიციის სამინისტროს "ტიტანური შრომა" დევს.  გადაცემის წამყვანის რეპლიკას - "ქალბატონო თეა, რუსთავი 2 დააბრუნა ევროპის სასამართლომ", წულუკიანმა უპასუხა, რომ ამისთვის მათ ძალიან ბევრი იშრომეს და "კანონიერება თავისით არ აღსდგა".

დღეს "მთავარს" განმარტებების მოსმენა თავად წულუკიანისგან სურდა, თუმცა ის პარლამენტში არ დაგვხდვა. მისი ყოფილი მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე კი შეეცადა გაემართლებინა ის.

"აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც სასამართლო, ქვეყნის შიგნით სამართალწარმოების დასრულების შემდეგ, როდესაც საქმე გასაჩივრდა კერძო პირების მხრიდან სტრასბურგის სასამართლოში და იქ იქნა მოთხოვნილი, იქ ბუნებრივია, რომ ასეთია პროცედურა, საქმე გარდაიქმნება კერძო პირსა და სახელმწიფოს შორის დავად. [...] პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე არ არის საუბარი, ის (ისუტიციის სამინისტრო) საკუთარ ფუნქციებს და ამოცანებს ზედმიწევნით, კანონის დაცვით ასრულებდა", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, თინა ბურჯალიანი ამბობ, რომ ეს კანონდარღვევაა და ხელისუფლებას საქმეში ჩარევის უფლება არ ჰქონდა. 

"რა თქმა უნდა, ეს არის დარღვევა, ეს არის პორბლემა მათ არ ჰქონდათ ამაში ჩარევის უფლება არცერთ ეტაპზე. ევროსასამართლოში წარმომადგენლობა აბსოლუტურად სხვა ტიპის ფუნქციაა და პირადად მინისტრი კი არა შესაბამისი დეპარტამენტი, საჯარო მოხელეები არიან ამ პროცესში ჩართული, მე ვფიქრობ, შეურაცხყოფა მიაყენა ამ ადამიანებს, მის ყოფილ თანამშრომლებსაც", - თქვა მან.

 მისი თქმით, ეს უტიფარი დადასტურებაა იმის, რომ "ქართული ოცნება" პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე არა თუ დაინტერესებული იყო შედეგით, არამედ აქტიურად იყო ჩართული "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეთა შესაცვლელად.

განცხადებები გაკეთდა ოპოზიციაშიც, სადაც აცხადებენ, რომ მათ ეჭვი არც ადრე ეპარებოდათ იმაში, რომ ეს ორ კერძო სუბიექტს შორის დავა არ იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი