გიორგი ვაშაძის მამა გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის მამა 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. პარტიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ გუტა ვაშაძე კორონავირუსით ერთი თვის წინ დაინფიცირდა და სისტემატიურად გადიოდა მკურნალობას. 

ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. პრესსამსახური განმარტვას, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ მას დარჩა გულის და ჟანგბადის უკმარისობა, აწუხებდა უჰაერობა, რაც საბოლოოდ დღეს დილით გარდაცვალების მიზეზი გახდა. 

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ დაავადებებიდან გამომდინარე გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი არ სახელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი