ერთპარტიულ პარლამენტში უკვე ინიცირებულია ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც თითქმის ყველა დამნაშავეს ეხება გარდა მძიმე კრიმინალებისა და პოლიტპატიმრებისა.  

ხელისუფლების  ინიცირებული კანონპროექტი არ შეეხება იმ  მუხლის კონკრეტულ კვალიფიკაციასაც, რომლითაც სასამართლო კლანმა ციხეში გაუშვა "მთავარი არხის" დამფუძნებელი გიორგი რურუა. 

გარდა ამისა, ოცნების მორიგი ამნისტია არ შეეხება არც კარტოგრაფების საქმეს, რადგან ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს პროკურატურა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ედავება.

ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ კანონპროექტი იყო ე.წ. შემოვლითი გზა მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თუმცა კანონპროექტში გვერდი აუარეს ზუსტად იმ მუხლებს, რომლებიც რურუას, ილიჩოვას და მელაშვილს აქვთ წაყენებული.

მაგალითად, 236-ე მუხლს, რომლითაც მსჯავრდებულია გიორგი რურუა ამნისტია ეხება, თუმცა ამ მუხლის მხოლოდ პირველ ნაწილს, რომელიც სანადირო თოფის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას გულისხმობს.

კანონპროექტის ავტორი, სარჯველაძე ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები საერთოდ არ არიან, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონპროექტი იმისთვის არ არის ინიცირებული, რომ "ოპოზიციას რამე ჟესტი გაუკეთოს" ხელისუფლებამ.

სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომლებსაც ამნისტია შეეხება
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი