საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ლეგალური ყოფნის ვადა 1 ივლისამდე გაუხანგრძლივდათ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164 განკარგულებაში ცვლილება შევიდა, რის შედეგადაც, საქართველოში მყოფი უცხოელები, ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც 2020 წლის 14 მარტისთვის ლეგალურად იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება, კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილნი არიან, იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის 1 ივლისამდე.
ამასთან მათი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეული უნდა იყოს გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებული შემდეგი ოპერატიული გარემოებებით:
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან გამომდინარე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება კანონიერად საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისათვისაც, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში - ნათქვამია საგარეოს ინფორმაციაში.
განკარგულებაში ცვლილებების განხორციელებამდე, საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ლეგალური ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ქონდათ განსაზღვრული.