პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ 28 ნოემბრიდან დღემდე, მიზნობრივმა შეზღუდვება კორონავირუსის ინფექციის გავრცელების ტემპი შეჩერა, რაც გახარიას თქმით, ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევს.
"დღეს მეოცე დღეა, 28 ნოემბრიდან, როდესაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების შესახებ ქვეყანაში, დღეს ჩვენ შეგვიძლია, როგორც გარდამავალი შედეგი განვაცხადოთ, რომ ჩვენ შევძელით ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ციფრები, მიუხედავად ტესტირების, პრინციპულად უფრო გაზრდილი რაოდენობისა, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შედარებით სტაბილურია, უფრო მეტიც, დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ პირველად ბოლო თვეების განმავლობაში 17 ათასზე მეტი ტესტი პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს, ეს რა თქმა უნდა, გვაძლევს მხოლოდ და მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას", - თქვა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები მოქმედებს.
შეზღუდვების მიხედვით, გაჩერდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, დაიხურა და მიტანის სერვისზე გადავიდა ყველა რესტორანი და კვების ობიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.
მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.