"ოცნების" ერთერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიებს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ. კობახიძის ამ გაცხადებაზე ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს შანტაჟია, ივანიშვილს სხვა არაფერი დარჩენია. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ იმასაც, რომ მმართველი აპრტია ღია მუქარაზეა გადასული და ყველა გზას ცდილობს იმისთვის, რომ ოპოზიციის რომელიმე წარმაოდგენელი მეაათე მწოვევის პარლამენტში შეიყვანოს.
"დრო ძალიან ცოტა რჩება ქართულ ოცნებას იმისათვის, რომ საბოლოოდ დაიკანონოს ერთპარტიული პარლამენტი, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ჩვენი განცხადებები იქნება ოფიციალურად დაკმაყოფილებული, ეს ფანჯარა მართლაც ძალიან სწრაფად იხურება და თუ დროულად არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ეს ქვეყანა შევა ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ კომუნისტური პარლამენტი პირველ რიგში "ქართულ ოცნებას" შეუშლის ხელს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, "ოცნება" უახლოეს მომავალში თვითონ მოუბრუნდება ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხს.
რაც შეეხება ორად გაყოფილ გირჩს, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბოიკოტს უერთდება და ოპოზიციის გვერდით იქნება.
"ჩემი გეგმა არის შევუერთდე ბოიკოტს, გავიარო იგივე პროცედურები,რა ც გააკეთეს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმოადგენლებმა, ვინც იყვნენ გამსვლელ ნაწილში, სიების. ერთი კვირაა ველოდები, ფორმალურად გირჩის თავმჯდომარე არის იაგო ხვიჩია, რომ ჩაეხსნათ სია. იმიტომ, რომ როგორც ვიცი რაღაც პროცედურული გართულებები შეიძლა მოჰყვეს, მე თუ დავწერ განცხადებას", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე
რაც შეეხება მეხუთე რაუნდს, ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოლაპარაკების ეს რაუნდი აუცილებლად უნდა შედგეს, თუმცა როდის გაიმართება ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს, რაც გუშინ, 16 დეკემბერს, ოფიციალურადაც დაადასტურა.
ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: