ქართველი რეჟისორის სალომე ჯაშის ფილმი "Timing the Garden" აშშ–ში სანდენსის კინოფესტივალზე წარსდგება.
სანდენსის კინოფესტივალის გვერდზე, "Timing the Garden"–ის შესახებ ნათქვამია, რომ ფილმი მდიდარი კაცის მიერ ხეების ამოთხრაზე და საკუთარი ედემის ბაღში გადატანაზეა. საზოგადოების ნაწილისთვის კი ხის ამოთხრა, არა მხოლოდ დაზიანებული გზის საფარი, არამედ მათი კოლექტიური მეხსიერების და იდენტობის ძარცვაა.
"სალომე ჯაშის მეამბოხე ისტორია, 15 სართულიანი შენობის სიმაღლის, შავ ზღვაში ტივით მოცურავე ხეზეა, რომლის დანიშნულების ადგილი საკმაოდ შორს, მდიდარი და ანონიმური კაცის კერძო ბაღშია. ამ კაცის ვნება უცხოური ხეების ამოთხრასა და ადამიანის ხელით შექმნილი ედემის ბაღში ხელახალ გადარგვაშია.
ხეების ამოთხრა დაძაბულობას ქმნის ქართული სოფლის მაცხოვრებლებს შორის, ზოგიერთი ახალ დაგებულ გზებს და ფინანსურ სარგებელს ნახულობს. ნაწილისთვის კი ხეების ამოთხრა დანაკარგია მათი და სოფლის კოლექტიური მეხსიერების.
ჯაშის გამჭრიახი თვალი აღწერს ერთი კაცის ძალას დედამიწის და ბუნების წინააღმდეგ: როგორ შეიძლება დიდებული ცოცხალი არტეფაქტები, ქვეყნის იდენტობიდან ამოთხაროს ერთმა კაცმა, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს იმ ბუნებასთან, რომლის თავისად დამტკიცებასაც ცდილობს." – ვკითხულობთ სალომე ჯაშის ფილმზე სანდენსის კინოფესტივალის აღწერაში.
აშშ–ში სანდენსის კინოფესტივალი 1978 წლიდან იმართება, დაახლოებით 40 000 მაყურებელს იტევს და კინოინდუსტრიაში ყველაზე დამოუკიდებელი ფესტივალის სახელითაა ცნობილი. კინოფესტივალი თავისუფალი კულტურისა და საავტორო ფილმების განვითარებას უწყობს ხელს.
როგორც ფესტივალის ოფიციალურ ვებ–გვერდზე წერენ, სანდენსის კინოფესტივალზე "კრეატიული, გაბედული და განსხვავებული ფილმებისთვის იქმნება გარემო, ხოლო დისკრიმინაციისა და ჩაგვრისთვის, ადგილი აქ არ არის." გარდა ამისა, ფესტივალში გამარჯვებულს შესაძლებლობა ეძლევა ფართო აუდიტორიას გააცნოს ამბავი, რომელიც შესაძლოა სხვა გზით პოპულარული ვერ გამხდარიყო.
სანდენსის კინოფესტივალზე ორგანიზატორებთან და კინო ხელოვანებისგან შემდგარ ჟიურისთან ერთად დასასწრებად ბილეთის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა წელს, 28 იანვრიდან – 3 თებერვლამდე პანდემიის გამო ფილმების ჩვენება ონალინ რეჟიმში გაიმართება. ფესტივალზე, სულ 29 ქვეყნიდან, 72 ფილმს აჩვენებენ.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ბიზნესმენს ბიძინა ივანიშვილს საკუთარ დენდროპარკში გიგანტური ხეები გადააქვს. გიგანტური ხეების გადარგვის პროცესი ვერ შეაფერხა ვერც ვირუსის ეპიდემიამ და ვერც კორონაკრიზისმა.