რუსთავში კორონავირუსით 29 წლის კაცი გარდაიცვალა. მას კლინიკა "რუსთავში" ერთი კვირა მკურნალობდნენ. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
კლინიკაში განმარტეს, რომ ახალგაზრდა კაცს მძიმე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა, თუმცა საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 244 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 75 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 52 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.