შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, მედიაში ხშირად მცირე დანაშაულის ინციდენტებიც აქტიურად შუქდება, რაც ქმნის განცხადას, რომ ქვეყანაში დანაშაულმა მოიმატა. ამ თემაზე მან უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა.
"თქვენ გაეცანით ამ რეალურ ციფრებს, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას დანაშაულთან მიმართებაში, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა მედიასაშვალებებში მცირე ინციდენტებიც აქტიურად შუქდება, რაც ქმნის განცხადას, რომ დანაშაულმა იმატა. ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, სწორედ ჩვენი ხელისფულების ძალისხმევის შედეგია, რომ მედია თავისუფალია. ერთი კაბინეტიდან არ კონტროლდება და ნებისმიერი ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია", - თქვა ვახტანგ გაომელაურმა.
გომელურმა პრეზენტაციაზე, 2020 წლის დანაშაულების სტატისტიკა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, მაგრამ მისი მტკიცებით, ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცრიდა 10%-ით, შემცირდა ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობის მცდელობა, თუმცა მოიმატა: