საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხუთშაბათს კორონავირუსი დაუდასტურდა. ელისეის საპრეზიდენტო რეზიდენციის სპიკერის თქმით, მაკრონს დაღლილობა სიცხე და ხველა აწუხებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამბობს, რომ მაკრონი ერთ კვირიან თვითიზოლაციაში, ვერსალის სასახლეში გადავიდა.
"პრეზიდენტი იზოლაციაშია და ის მუშაობის გაგრძელებას შეძლებს" – თქვა პრეზიდენტის სპიკერმა.
42 წლის მაკრონისგან განსხვავებით, საფრანგეთის პირველ ლედის, ბრიჯიტ მაკრონს, რომელიც 67 წლისაა, კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს და ის პარიზში, ელისეის სასახლეში რჩება.
ცნობილია, რომ მაკრონისადმი თანაგრძნობა მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერებმა გამოხატეს, აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც კორონავირუსი თავადაც გადაიტანა, საფრანგეთის პრეზიდენტს დაურეკა.
ემანუელ მაკრონს ტვიტერზე გამოჯანმრთელება უსურვა ბორის ჯონსონმაც, რომელსაც იზოლაციაში ყოფნა, კორონავირუსის გადატანის შემდეგაც მოუწია.
გარდა ამისა, საფრანგეთის, ესპანეთის და პორტუგალიის პრემიერ მინისტრები, რომლებიც გასულ კვირას მაკრონს შეხვდნენ, კარანტინში გადადიან.