104.000 დოლარი რემდესივირისთვის - ჯანდაცვის ექსპერტები ახალ კორუფციულ სქემებზე მიანიშნებენ

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში შემოტანილი 4 ათასი დოზა რემდესივირი, შესაძლოა, ახალი კორუფციული გარიგებების წყაროდ იქცეს. 

პრეპარატში, რომლის არაეფექტურობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე აღიარა, 104.000 დოლარია გადახდილი და, გამოდის, რომ საკუთარ მოქალაქეებს ხელისუფლება ცდის ობიექტებად გამოიყენებს. სავარაუდოდ, თენგიზ ცერცვაძე გადაწყვეტს, რომელ პაციენტებზე გამოცდიან რემდესივირს.

არ გვაქვს ამის ფუფუნება, ეს ფული გადავიხადოთ. მოგეხსენებათ, ეს კომპანია ის გახლავთ, რომელმაც ც ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატები მოგვაწოდა, მაგრამ ახლა ეს პრეპარატი ჩაუვარდათ, რადგან ებოლას წინააღმდეგ იყო გამოგონებული, არ იმუშავა და ახლა არავინ იყენებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც აღიარა მისი არაეფექტურობა, - ამბობს ვახტანგ სურგულაძე, ჯანდაცვის ექსპერტი. 

როცა პანდემიის პირობებში ხდება პირდაპირი მოლაპარაკების გზით შესყიდვა, ეს აჩენს ეჭვს, რომ კორუფციული გარიგების საშიშროებაა, ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე: ვინაა მწარმოებელი, ვისგან ვყიდულობთ და ვინაა შუამავლი კომპანია, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი. 

ცნობილია, რომ რემდესივირის საქართველოში შემოტანისთვის საჭიროა მუდმივად მინუს 40 გრადუსი. ამას გარდა, სატენდერო დოკუმენტაცია სრულად არაა გამოქვეყნებული, თუმცა, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს და დოკუმენტაცია სრულად გამოქვეყნდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი