აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

გამოქვეყნდა:

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. თეთრი სახლის განცხადებით, ამის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა.

"ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რათა ამერიკელ ხალხს დავუდასტუროთ, რომ იმედი გველის. მე და კერენმა (მეუღლემ) სიამოვნებით გადავდგით ეს ნაბიჯი და გავიკეთეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა, რომელიც წარმოებულია ამერიკელი ხალხისთვის" , - თქვა მაიკ პენსმა.

აშშ-ში ვაქცინაცია ორშაბათს დაიწყო. ქვეყანა Pfizer/BioNTech - ის ვაქცინას იყენებს, რომელიც 95%-ით ეფექტურია.

ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის დღიურმა მაჩვენებელმა, ზედიზედ მესამე დღეა, 3 000-ს გადააჭარბა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ კი - 17 მილიონს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა.  გეგმის მიხედვით, თვის ბოლომდე 20 მილიონი ადამიანი აიცრება, მარტისთვის კი აშშ-ში ვაქცინის 100 მილიონი დოზა იქნება ხელმისაწვდომი, რაც 50 მილიონი ადამიანის იმუნიზაციისთვისაა საკმარისი.

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი