თურქეთში, კოვიდკლინიკაში გაჩენილ ხანძარს 8 პაციენტი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

თურქეთის სამხრეთ ნაწილში, გაზიანთეფის პროვინციაში მდებარე ერთერთ კერძო საავადმყოფოს, რომელშიც კოვიდპაციენტები მკურნალობდნენ, ცეცხლი გაუჩნდა - ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ხანძარი ჟანგბადის სასუნთქი აპარატის აფეთქებამ გამოიწვია. 

შემთხვევას გადარჩენილი 11 პაციენტი ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაანაწილეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი