მოინდომეს ახალი ბიუროკრატიული ფიგურის შექმნა - ოპოზიცია კულტურის სამინისტროს გამოყოფაზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციაში მთავრობის მიერ კულტურის სამინისტროს გამოყოფასთან დაკავშირებით მსჯელობის დაწყებას არამიზნობრივს უწოდებენ და ამბობენ, რომ იმ ეკონომიკურ და სოციალურ პირობებში, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება, ახალი სამინსიტროს შექმნა, რაც თავის მხრივ დამატებით ბიუროკრატიულ ხარჯებს გამოიწვევს, დაუშვებელია. 

"პანდემიის პირობებში, როდესაც ასეთ უმძიმეს ვითარებაში იმყოფება ქვეყანა და უამრავი ადამიანი არის შიმშილის ზღვარზე, როდესაც უნდა იზოგებოდეს ნებისმიერ უწყებაში თითოეული თეთრი მოინდომეს ახალი შენობის, ახალი კაბინეტების და მანქანების და ბიუროკრატიული ფიგურის შექმნა. ეს ვიღაცისთვის იქნება და არა იმისათვის, რომ კულტურას მოემსახუროს და სპორტი გააძლიეროს. მაშინ, როდესაც აერთებდნენ ამაყობდნენ, რომ ოპტიმიზაციას აკეთებდნენ, ახლა რითი უნდა აიხსნას? არ გაამართლა ამ შეერთებამ?"- ამბობს რომან გოცირიძე, "ენმ"-ს წარმომადგენელი. 

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებაში" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას და კულტურის სამინისტროს ცალკე დაფუძნებას გეგმავს. განათლების სამინისტროს კულტურა და სპორტი 2018 წელს, შეუერთეს, რასაც გია ვოლსკი შეცდომას უწოდებს - ისედაც თავიდან შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც გავაერთიანეთ - თქვა მან. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი