
"2020 წელი რთული იყო, მაგრამ საქართველოსა და აშშ-ის საუკეთესო მხარეები წარმოაჩინა, გავაძლიერეთ პარტნიორობა და ერთად რეალურ პროგრესს მივაღწიეთ" - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი საელჩოს მიერ Facebook-ით გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.
დეგნანი იმართვაში აღნიშნავს, რომ მიუხედავად კორონავირუსის გამოწვევისა აშშ-ის საელჩომ გააძლიერა საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავება მთელ რიგ სფეროებში. მისი თქმით, ეს ორი ქვეყანა ერთად მუშაობს წარმატებული, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოსთვის, რომელიც ამაყადაა დაკავშირებუი ევროატლანტიკურ ერთა ოჯახთან.
"აშშ-ის პროფესიონალთა გუნდი საქართველოში ჩვენს მეგობრებთან ერთად მუშაობდა: კოვიდ-19-ის საპასუხო ნაბიჯებზე და საქართველოს ჯანდაცვის სიტემის გაუმჯობესებაზე, სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეწყობაზე, სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებაზე, ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის სტიმულირებაზე, რაც კარგ სამუშაო ადგილებს შექმნის და მეტ ინვესტიციას მოიტანს, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერებაზე და პასუხისმგებელი მედიის, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მხარდაჭერაზე.
ახლახან აღნიშნული მრავალი პროგრამის მიღმა, არის აშშ-საქართველოს პარტნიორობის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი: ჩვენი ხალხი. ერთად ამ და მრავალი სხვა პროგრამის საშუალებით, ქართველები და ამერიკელები ჩვენი ორი ქვეყნისა და ამ რეგიონისთვის უკეთეს მომავალს ქმნიან", - ამბობს კელი დეგნანი.