ურბნელ მიტროპოლიტ იობს COVID-19 დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ურბნელი მიტროპოლიტი, მეუფე იობი კორონავირუსით დაინფიცირდა. მეუფე იობი პირველ
საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნაობს. ინფორმაცია "მთავარს"  კლინიკის ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა, თუმცა მეუფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ უსაუბრია. 

შეგახსნებეთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 4 316 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 53 პაციენტი გარდაიცვალა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი