ნიკა გვარამიამ თქვა, საქართველოს ინტერესებს რაც ეხება, მიღებულია ეს თუ არა, ესაა თავგანწირვა - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის, შეიძლება, გარკვეულ საკითხებში, მაგალითად, უცხოელების შეფასებაში, "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას არ დაეთანხმოს, მაგრამ, მისი აზრით, ნიკა გვარამიას პირდაპირობა და თავგანწირვა პატივისცემას იმსახურებს.

"ნიკა გვარამიამ თქვა, რომ საქართველოს ინტერესებს რაც ეხება, მე რასაც ვფიქრობ, იმას ვიტყვი - სულ არ მაინტერესებს, ეს მიღებულია თუ არამიღებულია, პოლიტიკურად კორექტულია თუ არაკორექტულია, დავიჩაგრები თუ არ დავიჩაგრები, აი, ეს არის თავგანწირვა. ახლა ყველამ თუ თავის კომფორტზე ვიფიქრეთ, და ფეხი ფეხზე გადავიდეთ, ჩვენ, შეიძლება, ვცდებოდეთ კიდევაც, მაგრამ ხალხს უნდა დავანახოთ, რომ ხალხის გამო ყველაფერზე წამსვლელი ვართ", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში, ასევე, ივანიშვილის ტაქტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის პარლამენტში შეტყუებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს.

"გუშინ მე მესაუბრნენ ეროვნული ინსტიტუტის ლიდერის წარმომადგენლები. თქვეს, რომ ამ ინსტიტუტის 90% ივანიშვილის წინააღმდეგაა, მაგრამ თქვეს, რომ ვერც წარმოიდგენთ, როგორი მეთოდებით მიდის შანტაჟი და დაშინება. მე ვიცი, რა მეთოდებითაც მიდის - კადრებით, გადაღებით, მოსყიდვით, ფიზიკური შეშინებით.. მაგრამ, თქვეს, რომ 90% არის ხალხის მხარეს", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი "ჩალიჩობს", ჰააგის სასამართლომ ქართველი ჯარისკაცები გაამტყუნოს.

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი