აქ ვართ, რათა თითი ვერავინ დააკაროს აგურს - 8 წლის გიგის სახლთან უფლებადამცველი და აქტივისტები მივიდნენ

გამოქვეყნდა:

აფრიკის დასახლებაში 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლთან ოჯახის უფლებადამცველი, ანა აბაშიძე, და სამოქალაქო აქტვისტები არიან შეკრებილები. 

უფლებადამცველი ფიქრობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მან სახლის ნგრევის შეჩერების განაცხადი არ დააკმაყოფილაარასწორია, რადგან სახლში მოხუცებულთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს 8 წლის ბავშვი და ოჯახს სხვა თავშესაფარი არ აქვს. 

"მოსამართლემ ყველაფერი გააკეთა, რათა მოეძებნა ფორმალური საფუძველი და ბავშვი დაეტოვებინა ქუჩაში. ეს ბავშვი რეალურად დღეს აჩვენებს, რა მდგომარეობაში არიან სოციალურად დაუცველები მთელს ქვეყანაში და როგორია დამოკიდებულება მათ მიმართ. როდესაც ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებ და აღმოაჩენ, რომ სასამართლოს უბრალოდ არ აინტერესებს ბავშვი, რაღა დაგრჩენი, იყო მასთან ერთად და რაც მას დაემართება დაგემართოს შენც. აქ ვართ, რათა თითი ვერავინ დააკაროს აგურს", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" - თავმჯდომარე, ანა აბაშიძე.

ცნობისთვის, 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლის დემონტაჟის შეჩერებაზე PHR-მა სასამართლოს 18 დეკემბერს, მიმართა

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი