
ერთპარტიული პარლამენტი 21 დეკემბრიდან, გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას იწყებს.
საპარლამენტო კომიტეტებში პირველ დღეს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატებს ელოდებიან.
საბოლოოდ კი პროცესი 24 დეკემბერს, მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ერთპარტიულ პარლამენტს მისი კაბინეტის შემადგენლობა 18 დეკემბერს წარუდგინა.
ცვლილებები მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს შეეხო და თეა წულუკიანს გოჩა ლორთქიფანიძე ჩაანაცვლებს.
გახარიამ პარლამენტს სამთავრობო პროგრამაც წარუდგინა, რომელსაც „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" დაარქვა.