2020 წლის საგარეო პოლიტიკა და 2021-ის გეგმები-ამბასადორიალი წელს ონლაინ ფორმატში გაიმართება

გამოქვეყნდა:

2020 წლის 21-23 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სანიმისტრო ავრცელებს.

შეხვედრის თემა იქნება - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები.

კონფერენციის ფარგლებში ელჩები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2020 წლის საქმიანობას და განიხილავენ 2021 წლის სამოქმედო გეგმას.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კონფერენციის მსვლელობისას განიხილავენ შემდეგ საკითხებს: 

  • ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შედეგად მიღებულ გამოწვევებსა და მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ ტურბულენტურ გარემოს;
  • ვირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოს საგარეო უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს;
  •  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი;
  • ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობის განმტკიცებისა და განვითარების საკითხები აშშ-სთან; ევროპის სახელმწიფოებთან, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და ოკეანეთის, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან;
  • რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოს სამეზობლო პოლიტიკას, ასევე მრავალმხრივ დიპლომატიას, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ნაბიჯებს, სტრატეგიული კომუნიკაციების და ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებთან ეფექტიანი გამკლავების საკითხებს.

კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზალკალიანი გახსნის.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი,პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი და პარლამენტის თავმჯდომარე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი