მამუკა მდინარაძე იუსტიციის მინისტრად - მთავრობის შემადგენლობაში ისევ ცვლილებებია მოსალოდნელი

გამოქვეყნდა:

მთავრობის შემადგენლობაში, რომელსაც ერთპარტიული პარლამენტი ნდობას კვირის ბოლოს გამოუცხადებს, ისევ ცვლილებებია მოსალოდნელი. ვაკანტური გახდება იუსტიციის მინისტრის თანამდებობა, რადგან ამ პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგაში სისხლის სამართლის მოსამართლედ დაინიშნა.

"მთავარის" ინფორმაციით, ის, შეიძლება, მამუკა მდინარაძემ ჩაანაცვლოს. თუმცა, ინფორმაციის დაზუსტება, უშუალოდ დეპუტატებმა, ჯერ არ ისურვეს. 

"მივესალმებით პრემიერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას, მიერ წარმოდგენილ მთავრობას და ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი, თქვენც აღნიშნეთ, გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოში მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არ შემიძლია არ მივესალმო ამ ყველაფერს და ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მინისტრთა კაბინეტიდან შემოთავაზებული კანდიდატები არიან მაღალპროფესიონალები", - ამბობს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს კულტურის სამინისტრო ცალკე უწყებად გამოეყოფა, რომელსაც, შესაძლოა, თეა წულუკიანმა ან პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ უხელმძღვანელოს.

შეგახსენებთ, რომ ერთპარტიულ პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა გრძელდება - საკუთარი უწყების გეგმებზე უკვე ისაუბრეს რეგიონული განვითარების, ეკონომიკის, სოფლის მეორნეობისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებმა. 

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი