ერთპარტიულ პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენისას ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, ანაკლიის პორტის შესახებ თქვა, რომ "ოცნებისთვის" ის პრიორიტეტული პროექტი იყო.
"ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული პროექტი იყო. რა თქმა უნდა, საერთო სურვილი იქნებოდა, რომ უკვე ყოფილიყო ფუნქციონირებადი, თუმცა ინვესტორმა ვერ შეძლო ვალდებულებების შესრულება და ახლა გვიწევს პროცესის ხელახლა დაწყება და ინვესტორის მოძიება", - ამბობს ცქიტიშვილი.
ოპოზიციის შეფასებით, მოსმენასა და პარლამენტში დასმულ კითხვებს მნიშვნელობა დაკარგული აქვს, რადგან ყველა "ოცნების მარიონეტია".
ცნობისთვის, მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა ერთპარტიულ პარლამენტში გრძელდება.
საბოლოოდ, კვირის ბოლომდე მთავრობის ახალი შემადგენლობა ძველი სახეებით პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება.