ეს დემოკრატიული უკუსვლაა, რომლის შესახებაც მთავრობას ვაფრთხილებდით - ევროპარლამენტარი ერთპარტიულ პარლამენტზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი მარკეტკა გრეგოროვა საქართველოს პირველ ერთპარტიულ პარლამენტს დემოკრატიულ უკუსვლად აფასებს და ამბობს, რომ დემოკრატიის ასეთი შეზღუდვა მიუღებელია. გრეგოროვამ ამის შესახებ "მთავარ არხს" მისწერა.

"მე ვფიქრობ, ეს სწორედ ის დემოკრატიული უკუსვლაა, რომლის შესახებაც ჩვენ მთავრობას გასულ წელს ვაფრთხილებდით. აბსოლუტუად მიუღებელია დემოკრატიის ასეთი შეზღუდვა. ფაქტი, რომ არჩეულ პარტიებს აქვთ დემოკრატიული შესაძლებობა, გააჟღერონ თავიანთი მოსაზრებები და ამას იყენებენ კიდეც, არ უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ეს უფლება წაერთვათ. თუ ეს მაინც ასე მოხდება, მაშინ საქართველომ ნათლად უნდა გადახედოს თავის მიზნებს და იმას, თუ საით უჭირავს გეზი", - წერს მარკეტკა გრეგოროვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა. დღეს კი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი