გიორგი რურუას და დანარჩენ პოლიტპატიმრებს არ შეიწყალებენ, თუმცა შეიწყალებენ ყველას, ვინც წინასაარჩევნოდ "ოცნებას" გვერდში ედგა.
ამინისტიის კანონპროეტქი ერთადერთია, რასაც "ქართული ოცნება" არჩევნების შემდეგ ასრულებს. დღეს, პოლიტიკური ფასის გადახდა თეა წულუკიანმა საკუთარ თავზე აიღო.
გრძელვადიანი სასჯელის მქონე პატიმრებს შეღავათიანი პირობებით შეიწყალებს, მხოლოდ იმას ვინც მისი პარტიის გული მოიგო.
პოლიტპატიმრებზე სიტყვა არ დაუძრავს, არც "მთავარი არხის" დამფუძნებელ, გიორგი რურუაზე, რომელიც 12 თვეზე მეტია გაუგებარი ბრალდებით იხდის სასჯელს, წულუკიანს გამოსვლაში არც უხსენებია.
ამინისტიის დისკრედიტაცია და პატიმრების უხეში პოლიტიკური ნიშნით შერჩევა - ოპოზიციაში ამბობენ, რომ თეა წულიკიანმა დღევანდელი გამოსვლით თავად დაადასტურა, რომ შეიწყალებს, ვისაც უნდა და როცა უნდა.
თავისუფლების მარში ივანიშვილის პირადი პატიმრის მხარდასაჭერად - სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისიის ქუჩებში დღეს მსვლელობით გააპროტესტეს "მთავარი არხის" დამფუძნებლის გიორგი რურუას პატიმრობა.
ბოლო ლოკაცია გლადის მერვე დაწესებულება, იქ სადაც "მთავარი არხის" დამფუძნებელი ერთ წელზე მეტია სასჯელს იხდის.
ბოლოს, მასშტაბური ამინისტია "ქართული ოცნების" ხელისუფელბაში მსოვლის შემდეგ იყო. მაშინ ციხიდან უპირობოდ გათავისუფლებას ქვეყანაში კრიმინალის ზრდა მოჰყვა, თუმცა, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ხალხს გაგებით მოკიდებას ურჩევდა.