პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ პროექტი იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო

გამოქვეყნდა:

ერთი ნაბიჯი რეპრესიებისკენ უკვე გადადგმულია - პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ პროექტი იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო. ოპოზიციის შეფასებით მმართველი გუნდი ყველა ფორმით ცდილობს მათზე ზეწოლას და პარლამენტში შეყვანას, სწორედ ამით ხსნიას კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხივლას. ცვლილებების მიხედვით პარტიებს, რომლებიც უარის იტყვით მანდატებზე, თანხას ვერ მიიღებენ. დაფინანსება შეწყვეტილ პარტიებს არ ექნებათ არც უფასო საეთერო დრო წინასაარჩევნოდ.

"თუ ქართული ოცნება მართლაც რეალიზებას გაუკეთებს საკუთარ გეგმებს და ამ კანონპროექტებს მიიღებს დღევანდელი ფორმით, ჩვენ ვნახავთ, რომ ამაზე ექნება კიდევ უფრო მწვავე რეაქცია ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. სამიზნე არის არა კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსი ან პარტია, არამედ მთლიანად დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში", - თქვა ენმ-ს წვრმა, სალომე სამადაშვილმა. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებას სხვა მეთოდები არ გასდის და ეს მუქარა იმის მაჩვენებელია, როგორ სახიფათო ავტორიტარულ ნაბიჯებს დგამს ივანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც:

  • სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო წესით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
  • პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.
  • იგივე  პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.
  • რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი