
კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, მაქსიმ შევჩენკოს საიდუმლო ვიზიტს თბილსისში, "ქართული ოცნება" გუშინ დუმილით შეხვდა, დღეს კი მმართველი პარტიის წევრები, შევჩენკოს ვიზიტს ამართლებენ და ამბობენ, რომ მას კარანტინის წესი და ოკუპაციის კანონი არ დაურღვევია, ხოლო თბილისში ბიზნეს ჯგუფის საგანგებო მოწვევით ჩამოვიდა.
"უადგილო კითხვებს მისვამთ, ვიღაც ადამიანმა, რუსმა ჟურნალისტმა თქვა რაღაც და ამაზე მე მთხოვთ პასუხს, უადგილოა, შემდეგი კითხვა... " ,– ამბობს საქრთველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოდგილე დავით სერგეენკო
ოპოზიცია შევჩენკოს ჩამოსვლას მმართველი გუნდის მიერ რუსული პოლიტიკის კეთებად და წითელი ხაზების გადაკვეთად აფასებს. ზაალ უდუმაშვილის თქმით, ოცნებას, რომელსაც რუსულ მედიაში პუტინის ხაზის გამტარებელი ჟურნალისტი ჩამოყავს, ეროვნული ინტერესები არ გააჩნია.
ავტორი: დეა მამისეიშვილი