რაში გადაყარეს ფული, კვლევას ატარებენ? სასაცილოა – სურგულაძე რემდესივირის შესყიდვაზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ მთავრობის მიერ კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ რემდესივირის შეძენა, რომელიც მსოფლიომ დაიწუნა, თანხების ფუჭი ფლანგვაა, როცა ქვეყანას უჭირს.

"ფული რაში გადაიხადეს არ არის გასაგები, კვლევას ვატარებთო, ქვეყანა ატარებს კვლევას? ეს ცოტა სასაცილოა, როცა ჩვენნაირი ქვეყანა კვლევას ატარებს. როცა კვლევას ატარებენ, კომპანიები იხდიან ფულს და არა ქვეყანა, უცნაურია ეს ყველაფერი, 400 000 ჩვენ სხვა რაღაცეებშიც შეგვიძლია დავხარჯოთ, ვიდრე რემდესივირში გადავყაროთ" – ამბობს ჯანდაცვის მართვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ რემდესივირს გარკვეულ ვითარებაში აქვს რაღაც ჩვენება და სარგებელი. მისივე თქმით, ის ინფექციონისტი არ არის და რემდესივირზე კითხვები სპეციალისტებს უნდა დაუსვან.

ვიღაცის ახირების გამო ექსპერიმენტებს ატარებენ ადამიანებზე – ექსპერტები რემდესივირზე.

კლინიკურ კვლევაში ჩაერთვება რემდესივირის პრეპარატის გამოყენება - ეკატერინე ტიკარაძე.

მკურნალობა თუ ექსპერიმენტი?- საქართველოში "რემდესივირის" გამოყენება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი