ძალიან ძნელად წარმომიდგენია კიდევ რაიმე ახალი შევთავაზოთ ოპოზიციას - წულუკიანი დიალოგზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტში ამ წუთებში ძალოვანი სტრუქტურების მინისტრობის კანდიდატების მოსმენა იწყება, კომიტეტის დაწყებამდე მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. რაც შეეხება უმრავლესობის წევრებს, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დღეს, 22 დეკემბერს აცხადებდნენ, რომ ერთპარტიულ პარლამენტთან დაკავშირებით არანაირი უხერხულობა არ აქვთ და არც პასუხისმგებლობას გრძნობენ.

"ჩვენ რა თქმა უნდა არ დავაფინანსებთ რევოლუციებს და კითხვა, თუ რა უნდა შესთავაზოს კიდევ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ოპოზიციას იმისთვის, რომ მათი სურვილები იყოს შესრულებული, მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია ჩვენმა გუნდმა იმაზე მეტი და კიდევ რაიმე ახალი შესთავაზოს ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან, ვირე უკვე იქნა შეთავაზებული, შესაბამისად, მათ მხარესაა მთლიანად ბურთიც, გადაწყვეტილებაც და პასუხისმგებლობაც", - თქვა თეა წულუკიანმა.

ამ თემაზე დღეს გუნდის კიდევ ერთმა წევრმა, დავით სერგეენკომ თქვა, რომ მოლაპარაკებების რესურსი ჯერ ისევ არსებობს და მეხუთე რაუნდზე შეთავაზებები გამოჩნდება. მისი თქმით, რა იქნება კონკრეტულად ეს შეთავაზებები, ამაზე წინასწარ კომენტარს არ გააკეთებს.

რაც შეეხება დეპუტატ ბექა დავითულიანს, მისი განცხადებით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას ყველა ტიპის კომპრომისი თუ შეთანხმება შესთავაზა, რაც კი შეეძლოთ შეეთავაზებინათ, გარდა ერთისა - "ქართველი ხალხის არჩევანი რევიზიას ჩვენი მხრიდან ვერ დაექვემდებარება". მისი თქმით, მოლაპარაკებების არეალი დავიწროვდა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზად არიან, თუმცა მათი მოთხოვნა რიგგარეშე ან ხელახალ არჩევნებზე უცვლელი რჩება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი