ყველა ხელისუფლების დროს გარიგებული ვიყავი? ჩემი შვილი უდანაშაულოა - ირაკლი აგლაძის მამა

გამოქვეყნდა:

23 წლის ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობისთვის გასამრთლებულ, ირაკლი აგლაძეს დღეს, 22 დეკემბერს ადვოკტი მოინახულებს. სავარუდოდ, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა მიზნით ჩამოვიდა სამშობლოში, 9 წლის წინ მოხმდარი მძმე დანაშაულითვის ძებნილი, რომელსაც ქართულმა სასამართლომ 31 წლიანი პტიმრობა შეუფარდა.

მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ აგლაძე, ბოლო  წლების განმავლობაში ქევყენაში რამდენჯერმე იმყფოებოდა, თუმცა სამართალდამცველების მხრიდან, ეს რეაგირების გარეშე რჩებოდა. ტარყაშვილის ოჯახი ეჭვობს, რომ მკვლელი ახლა, ხელისუფლების დახმარებით,  საქმის მოგვარებას და ბრალის შემსუბუქებას ცდილობს, რადგან აგლაძეების ოჯახს ხელისუფლებაში გავლენიანი ნაცობები ჰყავს.

ბრალდებულის მამა "ქართულ ოცნებასთან" ყოველგვარ კონტაქტს უარყოფს და ამბობს, რომ თუ მისი შვილი საქართველოში ჩამოდიოდა, ამის შესახებ თავად ინფორმირებული არ იყო. 

"კლასელი იყო ის გარდაცვლილი და მაშინ მარტივად, მიშას დრო იყო, მოგეხსენებათ, ქალაქში მკვლელობა მოხდა, ვინც მოძებნეს უცბად, ეს იყო და ეს. შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, არსად არ ჩანს კადრებში, ჩემ შვილს მე არ ვცნობ? ერთი მოწმე ამბობს, რომ არის მსუქანი, გაუპარსავი, ხუჭუჭა, მეორე ლამაზი, სისულელეებია. ყველა ხელისუფლებასთან ვარ გარიგებული? მიშას დროს გარიგებული ვიყავი, ამათ დროს გარიგებული ვარ, კარგით რა", - ამბობს ზაზა აგლაძე. 

მისი თქმით, შვილთან ამ პერიოდის განმავლობაში რა ტიპის კონტაქტი ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ვალდებული არაა ისაუბროს. ის ამბობს, რომ ირაკლი აგლაძე მკვლელობაში დამნაშავე არაა.

რაც შეეხება, ზურა ტაყრაშვილის ოჯახს, დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი ითხოვს, რომ მკლვლელობაში ბრალდებული ყველა პირი დაისაჯოს. მისი თქმით, მინდია გოგოჭურისა და დავით ჯოხაძესთან დაკავშირებით გამოძიებამ ბრალდება ჯერ ან არ, ან ვერ გამოკვეთა.

ოჯახი ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში აგლაძე სომხეთსა და რუსეთში ცხოვრობდა და საზღვარი არაერთხელ გადმოკვეთა. ისინი ეჭვობენ, რომ მკვლელი ახლა საქმის მოგვარებას და ბრალის შემსუბუქებას ცდილობს.

23 წლის ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში მსჯავრმდებული ირაკლი აგლაძე 10 წლის შემდეგ დააკავა. შემთხვევა 2011 წელს, რუსთაველის გამზირზე მოხდა. მას 11 ტყვია ჰქონდა ნასროლი, აქედან სამი იყო საკონტროლი თავში. საქმეზე მსჯავრდებულია ივერი გოგბერაშვილი, რომელიც, გამოძიების ვერსიით იმ დაჯგუფების ლიდერი იყო, რომელიც ტარყაშვილს თავს დაესხა. საქმეზე, მსჯავრდებულია დავით რუსიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი