ეს ყველა საჯარო მოხელის კოლექტიური შედეგია - ლორთქიფანიძე ჰააგაში მოსამართლედ არჩევაზე

გამოქვეყნდა:

მმართველი პარტიის მიერ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად დასახელებულმა გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ მისი არჩევა ყველა საჯარო მოხელის კოლექტიური ძალისხმევის შედეგია. 

ეს არის ყველა ქართული საჯარო მოხელის კოლექტიური ძალისხმევის შედეგი 1990-იანი წლებიდან. ეს არის ინსტიტუციური აღმშენებლობის შედეგი, კოვიდპირობების გამო ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, ეს არის მუხლჩაუხრელი ძალისხმევის შედეგი, რაც იყო ყველა უწყებაში, საჯარო მოხელეებში. ამიტომ, ჩემი არჩევა მოსამართლედ არის ამ ქვეყნის ყველა საჯარო მოხელის აღიარება და მათი ძალისხმევის შედეგი. მადლობას ვუხდი მათ, ყველას, რომ ამ შედეგს მივაღწიეთ, - თქვა გოჩა ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ რამდენიმე დღის წინ აირჩიეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი