სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ - შს მინისტრის მორიგი განცხადება ძებნილ ესებუაზე. ვახტან გომელაური ამბობს, რომ ესებუას დაკავება "ღირსების საქმეა".
მისივე თქმით, ქვეყანას 20 და 16 წლის ძებნილებიც ჰყავს, რომლებსაც ქვეყანა არ დაუტოვებიათ, თუმცა მათი დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
უკვირს ხოლმე ოპოზიციას, რა ხდება, რა ვერ დააკავეთ ერთ თვეში და ორ თვეში? ეს ჩვეულებრივი თემაა, სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ, ეს არის პირველ რიგში ჩვენთვის ღირსების თემა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი დავაკავოთ და ვფიქრობ, აუცილებლად დავაკავებთ - ამბობს შს მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით ბადრი ესებუა სპეცრაზმს დაახლოებით ორი დღის წინაც გაექცა .