ნატყვიარი დისტრიბუტორის მანქანაზე - ესებუასთან ერთად, უკვე გულუასაც ეძებენ

გამოქვეყნდა:

ბადრი ესბუასთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცია ახლა უკვე შალვა გულუასაც ეძებს. გულუა იმ მანქანის მფლობელია, რომელსაც გუშინ სოფელ ყულიშკარში დასახლებიდან მოშორებით ესროლეს. შალვა გულუას ოჯახი არ უარყოფს, რომ მათი შვილი და ესებუა ერთმანეთს იცნობდნენ, თუმცა ახლო კონტაქტსა და რაიმე კავშირს მათ შორის უარყოფენ. 

შალვა გულუა დისტრიბუტორია და შესაბამისად, მას ღამით გადაადგილების საშვი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით კი სწორედ გულუას მფლობელობაში არსებული მანქანით გადაადგილდებოდა ბადრი ესებუა. კიდევ ერთი ვერსიით გულუას ესებუასთან საკვები მიჰქონდა. ახლა, როცა მთავარი არხი მისი ადგილსამყოფელით დაინტერესდა, ოჯახმა იმის მტკიცება დაიწყო, რომ ახალგაზრდა კაცი სანადიროდ იყო წასული. თუმცა მისი მონადირე ძაღლი სახლშია. სახლშია ასევე შალვა გულუას მობილური მობილური ტელეფონი. 

შალვა გულუას ოჯახთან ნაცნობობას ადასტურებს ბადრი ესებუას ბიძა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბადრი დამნაშავე არ არის და მხოლოდ იმიტომ არ ჩნდება რომ ეშინია, შეძლებს თუ არა საუკთარი სიმართლის დამტკიცებას. 

სამხარეო პოლიციაში არავინ საუბრობს, რა სად არის და რა მდგომარეობაშია შალვა გულუა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენმ, რომ ახალგაზრდის ძებნა მათი კომპეტენცია მანამდე არ არის, სანამ ამას ოჯახი არ მოითხოვს.  

2 თვიანი ძებნის შედეგად, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი და ტერორიზმში დადანაშაულებული ბადრი ესებუა პოლიციას უკვე მეხუთედ გაექცა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, თავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტომბერს მოხდა. შეიარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. 

ბანკში შეჭრილი ესებუა პირველად კონტაქტზე "მთავარი არხის" საშუალებით გამოვიდა. მან ერთერთ მძევალს, ირაკლი კვარაცხელიას აიძულა "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან დაერეკა, რათა საკუთარი მოთხოვნები გაეხმოვანებინა. სწორედ "მთავარის" ეთერიდან გახდა ცნობილი, რომ ის ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენსა და უსაფრთხოებას ითხოვდა.

მალევე ნიკა გვრამიამ განმარტა, როგორ გამოვიდა ხაზზე თავდამსხმელი და მიმოწერის ამსახველი ფოტომასალაც გაავრცელა.

21 ოქტომბერს, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ბანკში სამეგრელოს პოლიციის მაღალჩინოსანი, ავთანდილ გალდავა შევიდა, რომელმაც თავდამსხმელს ფულით სავსე ჩანთა მიუტანა.

პირველი კადრები, როცა თავდამსხმელმა ოთხ მძევალთან ერთად შენობის დატოვება დაიწყო, პირდაპირ ეთერში 21:59 წუთზე გავიდა. აქედან ზუსტად 9 წუთში "საქართველოს ბანკის" შენობა სამართალდამცავებმა დაიკავეს.

სოფელ კირცხთან ბადრი ესებუა მანქანიდან გადავიდა და დაუბრკოლებლად მიიმალა. პოლიცია მას სწორედ იმ დროიდან ეძებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი