როგორ გადასცეს ზუგდიდში თავდამსხმელს ფული - ვიდეო "მთავარ არხს" ცოტა ხნის წინ მიაწოდეს

გამოქვეყნდა:

მასალაში, რომელიც "მთავარ არხს" ცოტა ხნის წინ მიაწოდეს ზუგდიდში მომხდარი ძარცვისას თავმდამსხმელისთვის ფულის გადაცემაა ასახული. ვიდეო კადრებში ჩანს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსიც, სწორედ ავთანდილ გალდავამ შეუტანა თავდამსხმელს ერთი ჩანთის ნახევარი მილიონნი ამერიკული დოლარი.

ვიდეოში ისმის თავმდამსხმელისა და ავთანდილ გალდავას მოკლე დიალოგიც.

- გაუშვი ესენი, რა გინდა, რას მთავაზობ?

- არაფერს, შემოიტანე ფული ძმა.

 აჰა, ძმაო. ამოვიღო? ერთი, ორი, სამი, ოთხი და ხუთი.

- უბრალოდ გთხოვ, ცოდვას ნუ დაიდებ ჩემი შვილებისას რა.

- მე გითხარი, მე არაფერს გავაკეთებ, თუ თქვენ არ გააკეთებთ. 

შეგახსენებთ, რომ  21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო და ქვეყანა დატოვა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი