იქ ბავშვია, კარტოფილს და პურს ჭამს, რადგან სხვა საჭმელი არ იცის, ვერ სცნობს - არგანაშვილი აფრიკაზე

გამოქვეყნდა:

სოციალურად დაუცველ ბავშვთა უფლებადამცველი ანა არგანაშვილი, "მთავარ არხზე", ეკა კვესიტაძის გადაცემაში "ღამის მთავარი" აფრიკის დასახლებაში მიღებულ შთაბეჭდილებებზე ჰყვება. შეგახსენებთ, აფრიკაში მერიამ უკანონო ნაგებობებად გამოცხადებული, სოციალურად დაუცველთა სახლები დაანგრია.

მე ბავშვთა უფლებებზე 2009 წლიდან ვმუშაობ, მაგრამ აქამდე ჯერ არ მახსოვს ისეთი შემთხვევა, როცა არსებული რეალობა ერთია და სულ სხვაა, რას ამბობს მთავრობა და რა წერია კანონში. იმ სახლებს სახლი პირობითად შეიძლება ეწოდოს, ვერცერთი ჩვენგანი ვერ აიტანდა, რომ იქ, ბავშვთან ერთად ცხოვრობდეს... როცა იქ მიდიხარ, პირველი, რაც თვალში უცებ გხვდება, ბავშვების არაადეკვატური ჩაცმულობაა, ანუ, შენ მიდიხარ თბილი ტანსაცმლით, შეფუთული და ბავშვები კი იქ მაისურით დარბიან...

იცით, იქ არის ბავშვი, დედის ციტატას გეუბნებით, რომელიც მხოლოდ კარტოფილსა და პურს ჭამს, რადგან სხვა საკვების გემო არ იცის, ვერ სცნობს... არიან ბავშვები, რომელსაც არასდროს გაუსინჯავთ ხილი... და მე როცა იქედან მოვდივარ და ვრთავ პარლამენტის სხდომას, მგონია, რომ სხვა ქვეყანაში ვარ... ესენი არიან ადამიანები, ვისაც არასდროს უნახავთ ის სახლები, ვისაც წარმოდგენა არა აქვს, როგორია მშიერი ბავშვი, - ამბობს ანა არგანაშვილი "ღამის მთავარში".

 მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა 15 დეკემბერს შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალირომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

სახლების დანგრევიდან რამდენიმე საათში მერმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ არცერთი შენობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო, შესაბამისად, არასწორია ბრალდება მერიის მიმართ, რომ უწყებამ ადამიანები ღია ცის ქვეშ, უსახლკაროდ დატოვა.

კახა კალაძემ მეორე დღეს, 16 დეკემბერს, ბრიფინგზეც განმარტა, რომ დემონტაჟი კანონიერი იყო.

მოგვიანებით, იმ სახლების მეპატრონეებს, რომლებიც დანგრევას გადაურჩნენ, თბილისის მერიამ ოთხდღიანი ვადა მისცა, რათა ნაგებობების დემონტაჟი თავად მოეხდინათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი