
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ თქვა, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა იყოს. ეს ბრაიზამ ჟურნალისტისა და ბლოგერის ეგორ კუროპტევის საავტორო გადაცემაში Пограничная ZONA რამდენჯერმე გაიმეორა.
"სქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი.
გავიხსენოთ ნატოს ფორმირება, იმისთვის რომ საბჭოთა აგრესია შეეჩერებინათ, მაშინ როცა გერმანია ორად გაყოფილი იყო, დასავლეთ გერმანია მიიწვიეს ნატოში და ეს მხოდა ამ აგრესიის შესაჩერებლად; თუ მაშინ შეიძლებოდა ეს, რატომ ვერ იქნება დღეს ასე?! ნუ, მესმის რომ დღეს მონდომება ნაკლებია, მაგრამ რატომაა ეს მიდგომა დღეს ალოგიკური, ეს გაუგებარია" - თქვა ბრაიზამ.
ბრაიზა ასევე ამბობს რომ მისაღებია ე.წ. "რასმუსენის მოდელი", რომელიც ითვალისწინებს, საქართველო ისე გახდეს ნატოს წევრი, რომ ალიანსის ქარტიის მე-5 მუხლი (ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში კოლექტიური თავდაცვის შესახებ) მასზე არ გავრცელდეს და ხაზი გაუსვა, რომ არსებობს თითქმის მსგავსი პრეცენდენტები;
"მოგეხსენებათ, კვიპროსის თითქმის ყველა კუნძულზე ვრცელდება ევროკავშირის კანონმდებლობა, ისინი ევროკავშირის დაქვემდებარებაში არიან. და ერთადერთი, კვიპროსის ჩრდილოეთ მხარე არაა ევროკავშირის ნაწილი. სეპარატისტული რეგიონები არიან ბევრგან, მაგალითად, ესპანეთში კატალონია, კანადაში კვებეკი... შეიძლება ამ დაბრკოლებების გვერდის ავლა, მით უმეტეს, რომ პრეცენდენტები არსებობს", - თქვა მეთიუ ბრაიზამ.
ბრაიზამ საქართველოზე და ნატოსთან მის პარტნიორობაზე საუბრისას, ბუქარესტის სამიტი და იმ დროინდელი მოვლენები გაიხსენა - "2008 წელს ნატოში უკრაინის გაწევრიანებისთვის უფრო მეტი დაბრკოლება არსებობდა, ვიდრე საქართველოსთვის, ამასთან, საქართველო, პარტნიორობის შედეგით, ექვსეულში შედიოდა".
მეთიუ ბრაიზამ ამავე გადაცემაში თქვა, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში "ბარდაკია"