Reuters-ის ინფორმაციით, ანტარქტიდაზე - იმ ერთადერთ კონტინენტზე, სადაც აქამდე კორონავირუსი გავრცელებული არ იყო - ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა.
COVID-19 ანტარქტიდაზე მდებარე ჩილეს კვლევითი სადგურის პერსონალს დაუფიქსირდა, საიდანაც 26 სამხედროა, 10 კი კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომელი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პერსონალი იზოლაციაშია გადაყვანილი.