"ოცნების" წევრებმა სირცხვილის კორიდორში უკვე გაიარეს - პარლამენტთან აქცია დასრულებულია

გამოქვეყნდა:

პარლამენტის შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია სრულდება, თუმცა ისინი, როგორც ამბობენ, გაჩერებას არ აპირებენ და პროტესს გააგრძელებენ, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში.

აქვე გეტყვით, რომ აქტივისტებმა პარლამენტში, მინისტრთა კაბინეტის მოსმენაზე, მისული დეპუტატები და პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია, შეძახილების ფონზე, სირცხვილის კორიდორში გაატარეს. 

ადგილზე ამ დრომდე არიან მობილიზებულები სამართალდამცველები.

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი