დაუშვებელია სამართალდარღვევა გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით - კალაძე დემონტაჟზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მერიის კანონისმიერი ვალდებულებაა, რომ ქონების მიტაცება და იქ შენობა-ნაგებობების განთავსება არ დაუშვას. მისი განცხადებით, სამართალდარღევის ადამიანების გაჭირვებით გამართლება ძალიან ცუდია. ამ თემაზე მან თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"მინდა ყველას შევახსენო კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი, თბილისის მთავრობის კანონისმიერი ვალდებულებაა, რომ სახელმწიფო ქონებები დავიცვათ მიტაცებისგან და მასზე შემდეგ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან. დაუშვებელია ასეთი სამართალდარღვევა გავამართლოთ, ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენდით, რაც ძალიან ცუდია, გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით. მე ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, კარგად მესმის იმ ოჯახების, იმ ადამიანების ვისაც მართლა უჭირს და სერიოზული პორბლემები გააჩნია. თუმცა შემთხვევით არ არის ის რომ 2020 წლის ბიუჯეტის მესამედი გათვალისწინებულია იმ მიმართულებით, რომ ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა იმ ოჯახებს დავეხმაროთ", - თქვა კახი კალაძემ. 

მისი თქმით, მომავალ წელს 350 მილიონი სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯება. კალაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მიწების მიტაცებას არ დაუშვებენ. მისივე აზრით, თუ ადამიანს თავშესაფარი უჭირს, ეს მიწის მიტაცებას და უკანონო შენობა-ნაგებობის განთავსებას ვერ გაამართლებს.

შეგახსენებთ, რომ მერიამ თვალჭრელიძის ქუჩაზე ნგრევა დღეს, 23 დეკემბერს, დილის 7 საათზე განაახლა. საუბარია 7 ნაგებობაზე, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინპექციის შეფასებით უკანონოა. სახლების დემონტაჟზე ინსპექციამ მოსახლეობას 4 დღე მისცა. 

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს,  მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალირომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

15 დეკემებრს  ე.წ. აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკის გამოყენებით 12 მშენებარე სახლი დაანგრიეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი