სხვას წერს წიგნში, სხვაგვარად იქცევა პოლიტიკაში - ორი ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნდა:

მმართველი პარტიის ერთერთ სახეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ოპოზიციური პარტიების სადამსჯელო კანონპროექტი დააანონსა, თავის წიგნში  ჯერ კიდევ 2008 წელს, დასაბუთებული აქვს, რომ ბოიკოტის გამო პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა არასწორია. წიგნი ირაკლი კობახიძის მიერ სამართალში წაკითხული ლექციების მიხედვითაა შედგენილი. 

ამის მიუხედავად, დღეს ერთპარტიულ პარლამენტში, სავარაუდოდ, კანონპროექტს ერთხმად დაუჭერენ მხარს - სადამსჯელო ოპერაციას ივანიშვილის დავალებით უკვე ოფიციალურადაც გაფორმდება. 

საპარლამენტო სხდომაზე მისულმა ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა, მისი თანაგუნდელები კიამბობენ, რომ ვინც არასაპატიო მიზეზით არ ესწრება პლენარულ სხდომებს, მან არც შრომის ანაზღაურება უნდა მიიღოს. 

იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც აირჩიეს ოპოზიცია, ხმა იმიტომ მისცეს, რომ მათ კანობნშემოქმედებით მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა. ეს ერთჯერადი კი არა, ოთხწლიანი მანდატია. და თუ უარს იტყვიან საპარლამენტო საქმიანობაზე, მათ მიმართ, ალბათ, სახელმწიფო დაფინანსება უნდა შეიზღუდოს და ეს ლოგიკურია, - ამბობს ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო. 

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ხელისუფლებას არ სურს სათანადო დასკვნების გამოტანა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას უკვე გაკეთებული აქვს არჩევანი, ოფიციალურად აქვს ნათქვამი უარი მანდატებზე და ეს გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი