ევროპის სახალხო პარტია (EPP) ტვიტერით "ოცნების" მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ეხმიანება, რომელიც პარტიების საარჩევნო რეგისტრაცისა და დაფინანსების შეჩერებას ეხება.
ის მოუწოდებს მმართველ გუნდს, ოპონენტების შეზღუდვის ნაცვლად, დაუბრუნდეს დიალოგს და იპოვოს გამოსავალი.
"ევროპის სახალხო პარტია შეშფოთებულია საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც მიმართულია ქართველების 1/3-ის მიერ მხარდაჭერილი უდიდესი ოპოზიციურ პარტიის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ საქართველოს, განაგრძოს ევროკავშირის მიერ აღიარებული ღირებულებებისკენ სვლა, ნაცვლად იმისა, რომ შეზღუდოს ოპოზიციის დემოკრატიული უფლება, დაუბრუნდეს კონსტრუქციულ დიალოგს, იპოვოს გამოსავალი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სასარგებლო იქნება", - წერია EPP-ს ტვიტში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი სამართლებრივი დასკვნის მოთხოვნით ვენეციის კომისიაში ან/და ეუთო/ოდირში გაიგზავნება.