კონგრესმა $600-დან $2000-მდე გაზარდოს კოვიდდაზარალებულთა დახმარება-ტრამპი ვეტოს დადებით იმუქრება

გამოქვეყნდა:

აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, კორონავირუსით დაზარალებულთა დახმარების კანონპროექტისთვის ვეტოს დადებით იმუქრება.

როგორც ცნობილია, კანონპროექტი 900 მილიარდამდე აშშ დოლარის მოცულობის დახმარებას ითვალისწინებს.

დონალდ ტრამპის თქმით, თითოეული მოქალაქისთვის დახმარების სახით გამოყოფილი თანხის მოცულობა მცირეა, სამაგიეროდ, მისივე თქმით, კანონპროექტში გათვალისწინებულია უსარგებლო და არასაჭირო ხარჯები, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დახმარებისა და ხელოვნების დახურული ცენტრების, მუზეუმებისა და გალერეების დაფინანსების ხარჯები.

"კონგრესს ვთხოვ, შეცვალოს კანონპროექტი და გაზარდოს დახმარების თანხა სასაცილოდ დაბალი $600-დან $2000-მდე და $4000-მდე თითო წყვილზე. ასევე, ვთხოვ კონგრესს, დაუყოვნებლივ თქვას უარი ამ საკანონმდებლო აქტში არსებული უსარგებლო და არასაჭირო ხარჯების შესახებ და გამომიგზავნოს შესაბამისი კანონპროექტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოვიდდახმარების პაკეტის წარდგენა მომავალ ადმინისტრაციას მოუწევს. ეს ადმინისტრაცია კი, შეიძლება, მე ვიყო", - თქვა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში. 

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი, რომელიც აშშ-ში კორონავირუსით დაზარალებული მოქალაქეების დახმარებას ითვალისწინებს, კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი