
ევროკავშირში აშშ-ის ყოფილი ელჩი ენტონი გარდნერი ჯო ბაიდენს ურჩევს, დონალდ ტრამპის დანიშნული ყველა ელჩი გამოიწვიოს, ანუ, ზუსტად ისე მოიქცეს, როგორც მისი წინამორბედი - დონალდ ტრამპმა ბარაქ ობამას დანიშნული ყველა ელჩი გამოიწვია.
ზუსტად 4 წლის წინ მე მივიღე დეპეშა, რომელშიც ეწერა, რომ 20 იანვარს თანამდებობა უნდა დამეტოვებინა“,- დაწერა გარდნერმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე. – „ახლაც ანალოგიური დეპეშები უნდა იქნას დაგზავნილი“, - დაამატა მან.
შეგახსენებთ, ენტონი გარდნერი ევროკავშირში აშშ-ის ელჩის თანამდებობას 2014-2017 წლებში იკავებდა.