რამდენიმე საათში, დილის 7 საათიდან სავაჭრო მოლები და მაღაზიები გაიხსნება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერს გამოცხადებული შეზღუდვები მცირე დროითა და მცირე დოზით შემსუბუქდება.
სავაჭრო დაწესებულებები 2 იანვრის ჩათვლით, დილის 7-დან საღამოს 7 საათამდე იმუშავებენ. დამატებითი რეგულაციების გათვალისწინებით, მაღაზიები 20 კვადრატულ მეტრზე, მაქსიმუმ ერთ მომხმარებელს დაუშვებენ.
ისევ არ იმოძრავებს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, დაკეტილი რჩება ღია ბაზრობებიც