ვიღაცას შეეშინდა პასუხისმგებლობის აღების, ვიღაცამ ეგო ვერ დაძლია - გახარია ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას აზრით, ოპოზიციის ნაწილს პასუხისმგებლობის აღების შეეშინა, ნაწილი ვერ გაერკვა და ნაწილმა კი საკუთარ ეგო ვერ დაძლია, რომ პარლამენტში შესულიყო. ამ თემაზე საუბრით დაიწყო მან პლენარულ სხდომაზე გამოსვლა.

"სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. ვიღაცას შეეშინდა პასუხისმგებლობის აღების, ვიღაც ვერ გაერკვა, ვიღაცამ, ალბათ, საკუთარი ეგო ვერ დაძლია. მაგრამ ის შედეგი გვაქვს, რა შედეგიც გვაქვს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს აორმაგებს პასუხისმგებლობას. დღესაც გავიმაორებს, რომ  არ იქნება მარტივი მუშაობა დისკუსიის და ოპონირების გარეშე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური კონტექსტური პრობლემა იყოს გადალახული და პარლამენტის ეს ნაწილიც შეივსოს", - თქვა გიორგი გახარიამ. 

მისი თქმით, ეს არა მმართველი გუნდის ამბიცია, არამედ მოქალაქეების მოთხოვნა და დავალეება, რომ პარლამენტში 9 პარტია და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი ყოფილიყო. გახარიას მტკიცებით "მიდგომა ან ყველაფერი ან არაფერი" დემოკრატიული არაა და ევროპულობასთან საერთო არაფერი აქვს.

გახარიამ დღევანდელ გამოსვლაში, ასევე, აღნიშნა, რომ კომფორტული არაა, როცა მთავრობას ერთპარტიული პარლამენტი ამტკიცებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი