პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციას პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ მიმართა და მოუწდა, რომ თუ არ ეხმარებიან, მაშინ ხელს მაინც ნუ შეუშლიან "მარტივი საკითხებით".
"როდესაც ჩვენ აქ ოპოზიციის გარეშე ვსაუბრობთ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ორმაგდება. ორმაგდება მარტივი მიზეზის გამო - იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობის ის წილი, რაც მათზე უნდა ყოფილიყო, ჩვენზე გადმოდის. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად სწორად უნდა იყოს გააზრებული და ამ პოზიციიდან შეგვიძლია მარტივად ვთქვათ, რომ თუ არ გვეხმარებით ქვეყნისთვის ძალზედ მწვავე დროს, რეალური, გლობალური კრიზისების დროს, მაშინ ხელს მაინც ნუ შეგვიშლით. ხელს მაინც ნუ შეგვიშლით მარტივი საკითხებით. არავინ არ არის კრიტიკის წინააღმდეგი, არავის არავის კრიტიკის არ ეშინია", - თქვა გიროგი გახარიამ.
მისი თქმით, ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.
გახარიამ დღევანდელ გამოსვლაში, ასევე, აღნიშნა, რომ კომფორტული არაა, როცა მთავრობას ერთპარტიული პარლამენტი ამტკიცებს.
მისივე აზრით, პარლამენტში შესვლის საკითხზე ვიღაცას პასუხისმგებლობის აღების შეეშინა, ვიღაც ვერ გაერკვა, ვიღაცამ კი საკუთარი ეგო ვერ დაძლია.